ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საფრანგეთი ხუთი ქვეყნის თავდაცვის მინისტრების შეხვედრას უმასპინძლებს, რომელზეც უკრაინაზე ისაუბრებენ

საფრანგეთი ხუთი ქვეყნის თავდაცვის მინისტრების შეხვედრას უმასპინძლებს, რომელზეც უკრაინაზე ისაუბრებენ

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი, სებასტიან ლეკორნუ მომავალ კვირას გაერიანებული სამეფოს, გერმანიის, იტალიისა და პოლონეთის თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრას გამართავს, რომელზედაც უკრაინის მხარდაჭერის საკითხს განიხილავენ.
მედიის ინფორმაციით, ხუთი მინისტრის შეხვედრა პარიზში ოთხშაბათს გაიმართება.
„ამერიკის გადაწყვეტილების გათვალისწინებით, შეაჩეროს უკრაინას სამხედრო დახმარება, მინისტრები განიხილავენ ჩვენი ქვეყნების ქმედებების კოორდინაციას კიევის მხარდასაჭერად“, - განუცხადა სააგენტო „ფრანს-პრესს“ თავდაცვის მინისტრთან სებასტიან ლეკორნუსთან დაახლოებულმა წყარომ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.