ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი - საფრანგეთი უკრაინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას აგრძელებს

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი - საფრანგეთი უკრაინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას აგრძელებს

საფრანგეთი უკრაინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას აგრძელებს, - ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა.
„ჩვენი დაზვერვა სუვერენულია, ჩვენი საკუთარი შესაძლებლობებით. ჩვენ ამას უკრაინელებს ვუზიარებთ“, - განაცხადა სებასტიან ლეკორნუმ.
მისი თქმით, აშშ-ის მიერ უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება „გუშინდელი დღის შემდეგ შეჩერებულია“.
„ვფიქრობ, ჩვენი ბრიტანელი მეგობრებისთვის, რომლებიც აშშ-სთან სადაზვერვო საზოგადოებაში არიან, ეს ბევრად უფრო რთულია“, - აღნიშნა ლეკორნუმ.
ცნობისთვის, გუშინ, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა, ჯონ რეტკილფმა დაადასტურა, რომ აშშ-მა უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება შეუჩერა და დაწესებული პაუზის სწრაფად გაუქმების იმედი გამოთქვა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.