ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი - საფრანგეთი უკრაინის არმიის დემილიტარიზაციაზე უარს იტყვის

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი - საფრანგეთი უკრაინის არმიის დემილიტარიზაციაზე უარს იტყვის

საფრანგეთი უკრაინის არმიის დემილიტარიზაციაზე უარს იტყვის, - ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ პარიზში, თავდაცვისა და სტრატეგიის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„უკრაინის არმია ქვეყნის უსაფრთხოების მთავარ გარანტიად რჩება და ჩვენ უკრაინის არმიის ნებისმიერი სახის დემილიტარიზაციაზე უარს ვიტყვით“, - განაცხადა სებასტიან ლეკორნუმ.
ცნობისთვის, დღეს პარიზში, თავდაცვისა და სტრატეგიის ფორუმის ფარგლებში 30-ზე მეტი ევროპული და ნატო-ს წევრი ქვეყნის სამხედრო მეთაურების შეხვედრა მიმდინარეობს, რომელზეც ისინი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების საკითხს განიხილავენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.