ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ სამხედროების უკრაინაში განლაგება აუცილებლად არ ნიშნავს რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო ქმედებებში მათ მონაწილეობას

დასავლეთის ქვეყნების სამხედროების უკრაინაში განლაგება აუცილებლად არ ნიშნავს რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო ქმედებებში მათ მონაწილეობას. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სტეფან სეჟურნემ განაცხადა.
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის, უკრაინაში სამხედროების გაგზავნის შესაძლებლობის შესახებ სიტყვებზე კომენტარის გაკეთებისას, სეჟურნემ აღნიშნა, რომ უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების სამხედროების განლაგება “საომარ ზღვარს” არ გასცდება.
სეჟურნეს განცხადებით, ის ისეთ ოპერაციებს გულისხმობს, როგორებიცაა განაღმვა, კიბერუსაფრთხოება ან უკრაინის ტერიტორიაზე იარაღის წარმოება.
“ამ ქმედებებიდან ზოგიერთი შესაძლოა უკრაინის ტერიტორიაზე ყოფნას მოითხოვდეს, “საომარი ზღვრის” გაცდენის გარეშე”, - განაცხადა სეჟურნემ.
მისი თქმით, რუსეთის აგრესიის ფონზე დასავლეთის ქვეყნებს “უკრაინის მხარდაჭერის მხრივ ახალი ქმედებების განხილვა” მოუწიათ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.