ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - დადგა დრო, უკრაინაში ცეცხლი შეწყდეს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაკან ფიდანის განცხადებით, დროა, უკრაინაში ცეცხლი შეწყდეს.
"ვფიქრობთ, რომ დადგა დრო, უკრაინაში ცეცხლი შეწყდეს. ცეცხლის შეწყვეტა არ ნიშნავს ოკუპაციის აღიარებას. როგორც ჩანს, ორივე მხარემ მიაღწია იმ შედეგების ზღვარს, რომლის მიღწევაც ომის გზით შეუძლიათ“, - წერს ჰაკან ფიდანი სოციალურ ქსელ X-ში.
ამასთან, მისი თქმით, თურქეთს მიაჩნია, რომ დადგა დრო, ოკუპაციის აღიარებისა და სუვერენიტეტის საკითხები ცეცხლის შეწყვეტის საკითხს გამოეყოს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.