ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - საფრანგეთსა და გერმანიას შორის განხეთქილება არ არსებობს

საფრანგეთსა და გერმანიას შორის განხეთქილება არ არსებობს, - ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სტეფან სეჟურნემ განაცხადა.
„არავითარი ფრანკო-გერმანული განხეთქილება არ არის, ჩვენ არსებული საკითხების 80%-ის შესახებ ვთანხმდებით. მე ჩემს გერმანელ კოლეგას, ანალენა ბერბოკს ვესაუბრე და მომავალ სამშაბათს ერთმანეთს პარიზში შევხვდებით. ერთმანეთთან საუბრის სურვილი არსებობს.
აქ დრამა არ არის, რადგან ჩვენ ერთი საერთო მიზანი გვაქვს - მხარი დავუჭიროთ უკრაინას“, - აღნიშნა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
შეგახსენებთ, პარიზში, უკრაინის საკითხზე გამართული სამიტის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე დასავლეთის ჯარების გაგზავნას არ გამორიცხავს.
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა მაკრონის საპასუხოდ განაცხადა, რომ გერმანია უკრაინაში თავისი სამხედროების გაგზავნას არ აპირებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.