არქივი29 ივლისი, 2024, 23:11
საუთპორტში დანით შეიარაღებული პირის თავდასხმის შედეგად, ორი ბავშვი დაიღუპა
საუთპორტში დანით შეიარაღებული პირის თავდასხმის შედეგად, ორი ბავშვი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
მერსისაიდის პოლიციის უფროსმა, სერენა კენედიმ განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად ორი ბავშვი დაიღუპა და ცხრა დაშავდა, მათგან ექვსის მდგომარეობა მძიმეა. ასევე, მძიმეა ორი ზრდასრულის მდგომარეობა, რომლებიც ბავშვების დაცვას ცდილობდნენ.
შემთხვევა დიდი ბრიტანეთის ქალაქ საუთპორტში მდებარე ერთ-ერთ საცეკვაო სკოლაში მოხდა.
პოლიციის განცხადებით, თავდასხმა ტერორიზმს არ უკავშირდება და თავდამსხმელი, 17 წლის ბიჭი, უკვე დაკავებულია.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.