საუთპორტში მომხდარი თავდასხმის შემდეგ დიდ ბრიტანეთში არეულობა გრძელდება, პოლიციამ რვა ადამიანი დააკავა

დიდ ბრიტანეთში არეულობა გრძელდება, პოლიციამ რვა ადამიანი დააკავა, – ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
საუთპორტში მომხდარი თავდასხმის შემდეგ დაწყებული პროტესტი დიდ ბრიტანეთში უკვე რამდენიმე დღეა რაც გრძელდება.
სანდერლენდში, არეულობის კიდევ ერთ ღამეს, დემონსტრანტებთან დაპირისპირების დროს სამი პოლიციელი დაშავდა, ხოლო რვა ადამიანი დააკავეს.
დემონსტრანტებმა პოლიციელებს ქვები დაუშინეს და სულ მცირე, ერთ შენობასა და მანქანას ცეცხლი წაუკიდეს.
შეგახსენებთ, ორშაბათს, ქალაქ საუთპორტში ცეკვის სკოლაში დანით შეიარაღებული პირის თავდასხმის შედეგად, სამი ბავშვი დაიღუპა. სამართალდამცავებმა 17 წლის თავდამსხმელი ბიჭი დააკავეს. პოლიციის ცნობით, დიდ ბრიტანეთში არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც სოციალურ ქსელში თავდამსხმელის ვინაობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, რომ ის რადიკალი ისლამისტი მიგრანტი იყო. თავდამსხმელის ასაკიდან გამომდინარე, პოლიციას მისი ვინაობის გასაჯაროება არ შეეძლო, თუმცა მოსამართლემ მისი ვინაობის გასაჯაროების გადაწყვეტილება მიიღო. დაკავებული თავდამსხმელი კარდიფში დაბადებული, აქსელ მუგანვა რუდაკუბანაა. პოლიციის ცნობით, უახლოეს დღეებში, ულტრამემარჯვენე დაჯგუფებები 25-მდე დემონსტრაციას გეგმავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია