ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსების მიერ სუმის ოლქის დაბომბვის შედეგად, ერთი ბავშვი დაიღუპა და 12 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, 6 ბავშვი დაშავდა

რუსების მიერ სუმის ოლქის დაბომბვის შედეგად, ერთი ბავშვი დაიღუპა და 12 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, 6 ბავშვი დაშავდა, - ამის შესახებ განცხადებას სუმის ოლქის პროკურატურა ავრცელებს.
„გამოძიების თანახმად, 2024 წლის 27 ივლისს, დაახლოებით 12:40 საათზე, საერთაშორისო სამართლით აკრძალული ომის წარმოების მეთოდების გამოყენებით, მტერმა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემიდან ქალაქ გლუხოვის ცენტრს დაარტყა. დაბომბვის შედეგად, 13 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, მათ შორის, 7 ბავშვი. ცოტა ხსნის შემდეგ 14 წლის ბიჭი საავადმყოფოში გარდაიცვალა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ასევე, დაბომბვის შედეგად, საცხოვრებელი კორპუსები, სასწავლო დაწესებულება, მაღაზია და ავტომობილები დაზიანდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.