ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ახმეტაში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს

სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ახმეტაში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს

კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ახმეტაში, სახელმწიფო ტყეში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს. კუსტარულად დამონტაჟებული საამქროს მიმდებარე ტერიტირიაზე აღმოჩენილია ჯამში 18 კუბურ მეტრამდე დაუფირნიშებელი წიფლის სახეობის სამასალე მერქანი და პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი.
დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო დაილუქა, ხოლო უკანონოდ მოპოვებული სამასალე მერქანი, შემდგომი განკარგვის მიზნით, გადატანილი იქნება ახმეტის „საქმიან ეზოში“.
ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის საგამოძიებო უწყებაში გადაიგზავნება.
ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.