ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბაკურიანში წიწვოვანი ხის ჭრის 2 კანონდარღვევა გამოავლინეს - ეროვნული სატყეო სააგენტო

ბაკურიანში წიწვოვანი ხის ჭრის 2 კანონდარღვევა გამოავლინეს - ეროვნული სატყეო სააგენტო

ბაკურიანში წიწვოვანი ხის ჭრის 2 კანონდარღვევა გამოავლინეს - ეროვნული სატყეო სააგენტო
სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა სამართალდარღვევის ორი ფაქტი გამოავლინეს. დაბა ბაკურიანში, სახელმწიფო ტყეში აღმოჩენილია ჯამში 10 კუბურ მეტრამდე უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანი.
ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, კანონდამრღვევების მიმართ შედგენილია სამართალდარღვევის ოქმები, ხოლო უკანონოდ მოპოვებული მორები, შემდგომი განკარგვის მიზნით, გადატანილია წაღვერის „საქმიან ეზოში“.
„ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტებზე კანონმდებლობა გამკაცრდა. სამართალდარღვევის პრევენციისა და აღკვეთის მიზნით, პატრულირებას შესაბამისი რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლები ახორციელებენ. ნებისმიერ გამოვლენილ კანონდარღვევაზე ტარდება შესაბამისი სანქციები”, - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.