ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა იმერეთში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა იმერეთში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედელობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, იმერეთში არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს.
ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევის მიმდებარე ტყეში იყო დამონტაჟებული.
ტერიტორიიდან ამოღებულია „წითელი ნუსხით“ დაცული წაბლის სახეობის, 2 კუბურ მეტრამდე მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) და 2 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი).
ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყება გადაიგზავნა.
ტყით უკანონო სარგებლობის წინააღმდეგ ბრძოლა დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. 2025 წლის 11 თვეში, ქვეყნის მასშტაბით 57 უკანონო სახერხი საამქროა გამოვლენილი.
დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24 საათის განმავლობაში პატრულირებენ, რათა დროულად მოხდეს ტყით უკანონო სარგებლობისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების აღკვეთა, გამოვლენა და პრევენცია. მყისიერი რეაგირება ხდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულშეტყობინებაზე.
ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედელობის დეპარტამენტი ავრცელებს.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.