ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სატელეფონო ანძების გასასწორებლად, რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე ასულ კაცს ფეხქვეშ საყრდენი ჩაენგრა | ის ადგილზე დაიღუპა

უბედური შემთხვევა ახმეტაში - სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეზოს ტერიტორიაზე დამონტაჟებული სატელეფონო ანძების გასასწორებლად, რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე ასულ კაცს ფეხქვეშ ბეტონის საყრდენი ჩაენგრა და სიმაღლიდან ძირს ჩავარდა.
35 წლამდე კაცი ადგილზე დაიღუპა. არსებული ინფორმაციით ის კომპანია "მაგთიკომის" თანამშრომელი იყო და კახეთში სამუშაოს შესასრულებლად იყო გამოგზავნილი.
ავტორი: ია გულიაშვილი.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.