არქივი29 დეკემბერი, 2023, 11:56
ბეტონის საყრდენი ჩამოინგრა და სიმაღლიდან გადმოვარდა – ახმეტაში კაცი დაიღუპა
კახეთში, ახმეტაში უბედური შემთხვევა მოხდა. ერთ-ერთი კერძო კომპანიის თანამშრომელი მამაკაცი სატელეფონო ანძების გასასწორებლად იყო ასული, როდესაც ბეტონის საყრდენი ჩამოინგრა და ის რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა. კაცი ადგილზე დაიღუპა.
დამატებითი დეტალებისთვის ტაბულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და უწყებისგან პასუხს ელოდება.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.