კაცი დაიღუპა ახმეტაში სტიქიით დაზიანებული ანძის შეკეთებისას

35 წლამდე მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა შემთხვევას ახმეტაში. როგორც ადგილობრივევი ჟურნალისტებს ეუბნებიან, სახანძრო- სამაშველო სამსახურის ეზოს ტერიტორიაზე დამონტაჟებული, სატელეფონო ანძის გასასწორებლად რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე ასულ კაცს ფეხქვეშ ბეტონის საყრდენი ჩაენგრა და სიმაღლიდან გადავარდა. კაცი ადგილზე გარდაიცვალა.
გარდაცვლილი კაცი კომპანია ,,მაგთიკომის” თანამშრომელია და კახეთში სტიქიის გამო დაზიანებული ანძის შეკეთებას ცდილობდა.
რადიო თავისუფლებას კომპანია “მაგთიკომში” დაუდასტურეს, რომ გარდაცვლილი მათი თანამშრომელია, თუმცა ამ ეტაპზე მომხდარის დეტალებზე ვერ საუბრობენ.
რადიო თავისუფლება -სგან ელოდება ინფორმაციას რა მუხლით დაწყო უწყებამ გამოძიება.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)