სასწავლო პროცესი შეჩერებულია აჭარის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სკოლებში – განათლების სამინისტრო

განათლების სამინისტროს განცხადებით, ამ ეტაპისთვის სასწავლო პროცესი შეჩერებულია აჭარის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სკოლებში.
უწყების ცნობით, სწავლა ნაწილობრივ მიმდინარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.
სამინისტრო განმარტავს, რომ დიდთოვლობის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოფხვრისა და დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში, საჯარო სკოლებში სამხედრო მოსამსახურეებისთვის შესაბამისი სივრცეებია გამოყოფილი.
“ამინდის გაუმჯობესებისა და გზების წმენდის პროცესის დასრულების შემდეგ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, სკოლების ინფრასტრუქტურული საჭიროებების შესწავლის მიზნით, შესაბამის მონიტორინგს განახორციელებს, რათა მოსწავლეებისთვის უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემო”, – წერია უწყების განცხადებაში.
დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობა უკვე ერთი კვირაა, გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში ვითარება დღითიდღე მძიმდება: არის ცნობები მსხვერპლის შესახებ, არაერთი სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი, დანგრეული და დაზიანებულია შენობები, შეწყვეტილია ენერგომომარაგება და მოსახლეობის ნაწილს საკვების მარაგი ამოეწურა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

“უნდა გავაფრთხილოთ ავტომობილის პატრონები, თუ წყალი დგას ქუჩაზე, უნდა გააჩეროთ მანქანა და იფიქროთ თავის გადარჩენაზე – წყლის დონე შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს ავტომობილით გადაადგილებისას”

ზვიად კვარაცხელია: ყველას გვაქვს მისი პოეზიიდან აკვიატებული ლექსები, სტრიქონები, მე კი ივლისის, ტარიელ ჭანტურიას დაბადების (და უკვე გარდაცვალების) თვეში ეს პატარა შედევრი მახსენდებოდა და გამახსენდება ყოველთვის…