ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აჭარაში სასწავლო პროცესი სკოლებში 4 მარტს განახლდება

აჭარაში სასწავლო პროცესი სკოლებში 4 მარტს განახლდება

აჭარაში სასწავლო პროცესი სკოლებში 4 მარტს განახლდება. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის განათლების სამინისტრო ავრცელებს.
„აჭარის რეგიონის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი განახლდება 4 მარტს”, – ნათქვამია განცხადებაში.
განათლების სამინისტროს განცხადებით, დიდთოვლობისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, აჭარის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სკოლებში სასწავლო პროცესი შეჩერებულია.
სამინისტროს თქმით, სწავლა ნაწილობრივ მიმდინარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.