სასამართლომ დავით ქაცარავას 4000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფის ფაქტზე ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული სამოქალაქო აქტივისტი დავით ქაცარავა სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.
მოსამართლე დავით თეთრაულის გადაწყვეტილებით, ქაცარავას ადმინისტრაციული სახდელის სახით 4000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, ამასთან, იარაღის ტარების უფლება ჩამოერთვა 3 წლის ვადით.
დღევანდელ სასამართლო პროცესს არ დასწრებია დავით ქაცარავა.
ცნობისთვის, შს სამინისტრო პოლიტიკოსებსა და აქტივისტებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-16 პრიმა მუხლის დარღვევას ედავება, რომელიც პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ 1500 ლარიდან - 4000 ლარამდე ჯარიმას, ან ადმინისტრაციული პატიმრობას 45 დღემდე ვადით ითვალისწინებს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.