ვახო სანაიას მოსამართლემ 4000 - ლარიანი ჯარიმა დააკისრა

პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფის საქმეზე, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული ჟურნალისტი ვახო სანაია მოსამართლემ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 4000 - ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
დღევანდელ სასამართლო პროცესს თავად ვახო სანაია არ დასწრებია.
ცნობისთვის, შს სამინისტრო პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებსა და აქტივისტებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-16 პრიმა მუხლის დარღვევას ედავება, რომელიც პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ 1500 ლარიდან - 4000 ლარამდე ჯარიმას, ან ადმინისტრაციული პატიმრობას 45 დღემდე ვადით ითვალისწინებს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.