არქივი17 ივნისი, 2025, 17:37
სასამართლომ თამარ ჩერგოლეიშვილს, რომელსაც სოციალურ ქსელში პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფას ედავებიან, 4 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფის ფაქტზე ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო.
მოსამართლე დავით თეთრაულის გადაწყვეტილებით ჩერგოლეიშვილს 4000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
ჩერგოლეიშვილს სოციალურ ქსელში "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძისა და დეპუტატ თეა წულუკიანისთვის შეურაცხყოფის მიყენებას ედავებოდნენ. ჩერგოლეიშვილი სხდომას არ დასწრებია.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.