პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საპროტესტო მარშის მონაწილეებზე ბიტებით თავდამსხმელებმა იზოლატორი დატოვეს

საპროტესტო მარშის მონაწილეებზე ბიტებით თავდამსხმელებმა იზოლატორი დატოვეს
დაკავებიდან 48-საათის გასვლის შემდეგ დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვეს საპროტესტო მარშის მონაწილეებზე თავდამსხმელებმა. როდის გაიმართება მათი სასამართლო პროცესი, ამ ეტაპზე უცნობია.
⭕ შემთხვევა 21 თებერვალს მოხდა, რა დროსაც ორი პირი „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობიდან წამოსული მსვლელობის მონაწილეებს თავს დაესხნენ. გავრცელებულ კადრებში ჩანდა, რომ ერთ-ერთ მათგანს ხელში ბასრი საგანი ეჭირა.
⭕ შსს-მ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე 1992 წელს დაბადებული ა.ს. და 1989 წელს დაბადებული ნ.ჭ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავა.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 თებერვალი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.