ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. აქციის ორგანიზატორები კულტურის სფეროს წარმომადგენლები არიან, რომელთაც ხელოვანები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები შეუერთდნენ.
საპროტესტო აქციაში მონაწილეობენ აქციების ფარგლებში დაკავებული პატიმრების ოჯახის წევრებიც. აქციის მონაწილეები ახალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარებას და აქციებზე დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვენ. მათ თან გაშლილი აქვთ სხვადასხვა შინაარსის ბანერი, ასევე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. ისინი სკანდირებენ: "არა რუსულ რეჟიმს! გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს! თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!". მიმდებარე პერიმეტრზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.