არქივი26 ივლისი, 2025, 21:24
პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა - მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
პროტესტის 241- ე დღეს აქციის მონაწილეები კვლავ პარლამენტთან შეიკრიბნენ.
ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.
პროტესტის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია: დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ პროტესტის ფარგლებში დაკავებული პირები.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.