არქივი1 აგვისტო, 2025, 23:56
აჭარის მთავრობის სახლთან მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ - ისმის შეძახილები „თავისუფლება რეჟიმის“ ტყვეებს

აჭარის მთავრობის სახლთან მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ. მათ გამსახურდიას ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა გადაკეტეს. ისმის შეძახილები „თავისუფლება რეჟიმის” ტყვეებს.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ დაკავებულების დროულ გათავისუფლებას. ამბობენ, რომ აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს თბილისიდან და რეგიონებიდანაც შეუერთდნენ.
აჭარის მთავრობის სახლთან და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან სამართალდამცავები არიან მობილიზებული.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.