საპროტესტო აქცია გმირთა მოედანზე საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნებით დასრულდა

სამი კოალიციის: „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის”, „ძლიერი საქართველოსა“ და „ცვლილებებისთვის“ ლიდერების აქცია გმირთა მოედანზე დასრულდა.
პოლიტიკოსები დღეს, მხარდამჭერებთან ერთად თბილისში ორ ნაწილად, სხვადასხვა ლოკაციებზე შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობა გმირთა მოედნისკენ გამართეს.
აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა დარღვევებით, რის გამოც, ხელახალი არჩევნების დანიშვნაა საჭირო.
ამასთან, სიტყვით გამოვიდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკისები.
მათი განცხადებით, ახალი მოწვევის პარლამენტი არალეგიტიმურია, არჩევნების შედეგები არ უღიარებია, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობას, ასევე ქვეყნის შიგნით მოსახლეობის დიდ ნაწილს, აქედან გამომდინარე, ოპოზიციონერი პოლიტიკისების თქმით, “არალეგიტიმურ პარლამენტში შესვლას ოპოზიცია არ აპირებს”.
გმირთა მოედანზე შეკრებილებმა ასევე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამშობლოსთვის დაღუპული გმირების ხსოვნას, ბოლოს კი, აქცია საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნებით დასრულდა.

ასევე დაგაინტერესებთ

დეკანოზი საბა ჭიკაიძე: ვინც ცდილობს, რომ დააკნინოს, დაამციროს სიწმინდე, ასეთ ადამიანს ღირებულებების კრიზისი აქვს – საპასუხო კომენტარიც და აღშფოთებაც უნდა იყოს ზომიერი, ისეთი, როგორც ქრისტიანს შეეფერება