ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საპროტესტო აქცია დასრულდა - დემონსტრანტები ორშაბათ დილას ორბელიანების სასახლესთან შეიკრიბებიან

საპროტესტო აქცია დასრულდა - დემონსტრანტები ორშაბათ დილას ორბელიანების სასახლესთან შეიკრიბებიან

ჯგუფ „დაიტოვეს“ ორგანიზებული აქცია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით სამსაათიანი მსვლელობის შემდეგ ევროპის მოედანზე დასრულდა საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნებით.
დემონსტრაცია კვირა საღამოს, 10 ნოემბერს თავისუფლების მოედნიდან დაიწყო და გაგრძელდა მსვლელობით ბარათაშვილის ხიდისკენ.
საღამოს რვა საათისათვის დემონსტრანტებმა გადაკეტეს ბარათაშვილის ხიდი და მტკვრის ორივე სანაპირო - საავტომობილო მოძრაობა შეფერხდა.
მოგვიანებით დემონსტრანტებთან პოლიციელები მივიდნენ და მოსთხოვეს, გზის ბლოკირება შეეწყვიტათ - მათ თანახმად, დემონსტრანტების რაოდენობა აღარ იყო საკმარისი იმისათვის, რომ გზაზე გადასვლის საჭიროება ყოფილიყო.
პოლიციელებმა ასევე თქვეს, რომ მოგვიანებით მოხდება იდენტიფიკაცია იმ ადამიანებისა, ვინც უკანონოდ აფერხებდა საავტომობილო მოძრაობას.
პოლიციასთან კამათის შემდეგ, დემონსტრანტებმა მსვლელობა გააგრძელეს ევროპის მოედნისაკენ, იქ კი, დაახლოებით 22:00 საათისათვის, აქცია დაიშალა.
ორგანიზატორების თანახმად, აქცია გაგრძელდება ორშაბათს, 11 ნოემბერს, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან - ორბელიანების სასახლესთან.
სწორედ აქ შეხვდება ხვალ დილას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპის 8 ქვეყნის პარლამენტების საგარეო კომიტეტების წარმომადგენლებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.