ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ქუთაისში, საპროტესტო აქცია და მსვლელობა გაიმართა - მომიტინგეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს დაკავებულებს

ქუთაისში, საპროტესტო აქცია და მსვლელობა გაიმართა - მომიტინგეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს დაკავებულებს

ქუთაისში პროტესტი გრძელდება. დღეს მოქალაქეები მერიის წინ შეიკრიბნენ, საიდანაც შეძახილებით "ქართული ოცნების" ოფისთან მივიდნენ, შემდეგ კი იმერეთის სამხარეო ოფისთან გადაინაცვლეს.
მათი თქმით, სამხარეო პოლიციაში, თბილისის აქციაზე დაკავებული „სინდისის პატიმრები“ იმყოფებიან.
აქციის მონაწილეები დაკავებულებს სოლიდარობას უცხადებენ და აპროტესტებენ „ხელისუფლების გადაწყვეტილებას და ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებას“.
მათი თქმით, არ დაიღლებიან და პროტესტი გაგრძელდება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.