არქივი28 ოქტომბერი, 2025, 15:25
საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ლაშა ჯოხაძემ თანამდებობა დატოვა

საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ლაშა ჯოხაძემ თანამდებობა დატოვა - ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, ჯოხაძე პოსტიდან "პირადი განცხადების საფუძველზე" წავიდა. შსს-ს არ დაუკონკრეტებია, აგრძელებს თუ არა ჯოხაძე უწყებაში, სხვა პოზიციაზე მუშაობას.
შსს-ს ცნობითვე, ჯოხაძის შემცვლელი თანამდებობაზე ჯერ არ დანიშნულა.
თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობას ლაშა ჯოხაძე 2020 წლის 27 აპრილიდან იკავებდა.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.