ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ლაშა ჯოხაძემ თანამდებობა დატოვა

საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ლაშა ჯოხაძემ თანამდებობა დატოვა

დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აფილირებული FB/გვერდზე (“ყველაფერი პოლიციის შესახებ”) გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი ლაშა ჯოხაძე გადადგა.
სამინისტროსთან აფილირებული ზემოხსენებული ფეისბუკ-გვერდის ინფორმაციით კი, ლაშა ჯოხაძემ თავისი სურვილით დატოვა თანამდებობა რომელსაც წლების განმავლობაში იკავებდა. ეს გვერდი ხშირად ავრცელებს ხოლმე ცნობებს შსს-ში განხორციელებული დანიშვნებისა და გადადგომების შესახებ, რომელიც შემდგომში დასტურდება.
მოგვიანებით, შსს–მ ინფორმაცია დაადასტურა.
ლაშა ჯოხაძე თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობას2020 წლის 27 აპრილიდან იკავებდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.