ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსმა თანამდებობა დატოვა

თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსმა თანამდებობა დატოვა

საკუთარი განცხადებით თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობა დატოვა ლაშა ჯოხაძემ - ამის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს. ის ამ თანამდებობაზე 5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა.
ლაშა ჯოხაძე აქტიურად მონაწილეობდა დედაქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დემონსტრანტების შემზღუდავ ოპერაციებში, მათ შორის მათ დაკავებაში. ვინ შეცვლის მას ამ თანამდებობაზე, ჯერ უცნობია - შსს-ს ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.
ლაშა ჯოხაძე თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსად 2020 წლის 27 აპრილს დაინიშნა - მაშინ ეს თანამდებობა ცალკე შტატად გამოიყო და მისი შეთავსება აღარ უწევდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს.
ჯოხაძე ამ თანამდებობაზე ვახტანგ გომელაურის მინისტრობის დროს დაინიშნა. გომელაურის გადადგომის შემდეგ, შს მინისტრის პოსტს იკავებს გელა გელაძე, რომელმაც შეცვალა მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტების ხელმძღვანელების ნაწილი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.