არქივი19 ივნისი, 2025, 12:24
სამხრეთ კორეის სამხედრო ძალები - ჩრდილოეთ კორეამ ფხენიანთან ახლოს მდებარე სუნანის რეგიონიდან 10-ზე მეტი მრავალჯერადი რაკეტა ისროლა ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით

ჩრდილოეთ კორეამ დღეს დილით, დედაქალაქ ფხენიანთან ახლოს მდებარე სუნანის რეგიონიდან 10-ზე მეტი მრავალჯერადი რაკეტა ისროლა ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით, - ინფორმაციას სამხრეთ კორეის სამხედრო ძალები ავრცელებს.
როგორც Reuters წერს, მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები ჯერჯერობით არ გავრცელებულა.
მათივე ცნობით, ჩრდილოეთ კორეის სამხედროების მიერ გამოყენებული იარაღი, როგორც წესი, მოკლე რადიუსის ბალისტიკური რაკეტების კატეგორიას მიეკუთვნება, რისი გამოყენებაც ოფიციალურ ფხენიანს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით ეკრძალება.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.