ისრაელის თავდაცვის ძალები – ისრაელის მოიერიშე თვითმფრინავებმა ღამით თეირანში 80 სამიზნეს დაარტყეს, სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან კი – 170-ზე მეტს

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მათმა ათობით მოიერიშე თვითმფრინავმა ღამით თეირანში სულ მცირე 80 სამიზნეს დაარტყა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ აღნიშნულ სამიზნეებს შორის იყო ირანის თავდაცვის სამინისტროს შტაბ-ბინა, სამხედრო კვლევისა და განვითარების განყოფილება და ობიექტები, სადაც ირანის რეჟიმმა ბირთვული არქივი დამალა.
ამასთან, საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი სამხედრო ჩინოვნიკზე დაყრდნობით იუწყება, რომ სამიზნეებს შორის ასევე იყო ორმაგი დანიშნულების ორი საწვავის ობიექტი, რომლებიც სამხედრო და ბირთვული ოპერაციებისთვის გამოიყენებოდა.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ირანში, სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, სამ დღეზე ნაკლებ პერიოდში, 170-ზე მეტ სამიზნეს და სამხედრო ინფრასტრუქტურის 720 კომპონენტს დაარტყეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია