ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ისრაელის თავდაცვის ძალები - საჰაერო ძალებმა თეირანში სამხედრო ობიექტებსა და ბირთვული კვლევის ობიექტს დაარტყეს

ისრაელის თავდაცვის ძალები - საჰაერო ძალებმა თეირანში სამხედრო ობიექტებსა და ბირთვული კვლევის ობიექტს დაარტყეს

ისრაელის საჰაერო ძალებმა ღამით თეირანში ავიაიერიშები განახორციელა, რომლის სამიზნეც ირანის ათობით სამხედრო ობიექტი და ბირთვული კვლევის ობიექტი იყო, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალები იუწყება.
თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ავიაიერიშებში 60-ზე მეტი გამანადგურებელი მონაწილეობდა, რომლებმაც 120 საბრძოლო მასალა ჩამოაგდეს. სამიზნეებს შორის იყო რაკეტების წარმოების რამდენიმე ობიექტი თეირანში, რომელიც ირანის თავდაცვის სამინისტროს სამრეწველო ბირთვს წარმოადგენდა.
„სამიზნეებს შორის იყო სამხედრო-სამრეწველო ობიექტები, რომლებიც აწარმოებდნენ რაკეტების კომპონენტებს და ობიექტები, რომლებიც რაკეტების ძრავების საწარმოებლად გამოიყენებოდა. დარტყმები ასევე განხორციელდა SPND-ის [თავდაცვის ინოვაციებისა და კვლევის ორგანიზაციის] ბირთვული პროექტის შტაბ-ბინაზე“, - აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.