სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი – ვაკვირდებით, დახმარების სანაცვლოდ ჩრდილოეთ კორეა რუსეთისგან რას მიიღებს

ვაკვირდებით, დახმარების სანაცვლოდ, ჩრდილოეთ კორეა რუსეთისგან რას მიიღებს, – ამის შესახებ სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჩო ტაე-იულიმ განაცხადა.
კითხვაზე, გაუგზავნის თუ არა სეული კიევს იარაღს ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთის მხარეს მონაწილეობის საპასუხოდ, სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ „ყველა შესაძლო სცენარი განიხილება“.
„კერძოდ, ვაკვირდებით ჩრდილოეთ კორეის ძალების მონაწილეობის დონეს და რა იქნება ის, რასაც დახმარების სანაცვლოდ ჩრდილოეთ კორეა რუსეთისგან მიიღებს. კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე ჩვენ ყველა ამ ფაქტორს გავითვალისწინებთ“, – განაცხადა ჩო ტაე-იულიმ.
ცნობისთვის, -ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა სამხრეთ კორეელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთში 10 000 ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი იმყოფება, მათ შორის 8 000 კურსკის ოლქში.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: სად არიან ის კომპანიები, რომლებსაც პარლამენტში დაატარებდნენ და ფასების უკანონო შეთანხმებაში სდებდნენ ბრალს? სად არიან ბობოლა ნავთობიმპორტიორები, რომლებიც წლების განმავლობაში გარიგებული მაღალი ფასებით ძარცვავენ ხალხს?…

მიხეილ სააკაშვილი – 26 მაისი ყველამ უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცალკე ეპიზოდური აქცია, უნდა გადაიზარდოს თანმიმდევრულ საპროტესტო გაშლილ ფრონტში – საქართველოს გასათავისუფლებლად