ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთში ჩადის

ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჩოე სონ ჰუი 15-17 იანვარს რუსეთს ეწვევა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ვიზიტი ს საგარეო საქმეთა მინისტრის ს მიწვევით განხორციელდება.
ცნობისთვის, ოქტომბერში ლავროვი ფხენიანს ეწვია. ვიზიტი რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 75 წლის იუბილის აღსანიშნავად შედგა. ლავროვი ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა მიიღო.