ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი - რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის უკანონო სამხედრო თანამშრომლობა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი - რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის უკანონო სამხედრო თანამშრომლობა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს

რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის უკანონო სამხედრო თანამშრომლობა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს, - ამის შესახებ სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, იუნ სუკ იოლიმ განაცხადა.
„რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ეს უკანონო სამხედრო თანამშრომლობა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს და შესაძლოა ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას სერიოზული საფრთხე შეუქმნას“, - განაცხადა იუნ სუკ იოლიმ.
მისივე თქმით, რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის თანამშრომლობა „წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს ძირს უთხრის და კორეის ნახევარკუნძულზე მშვიდობას საფრთხეს უქმნის“.
„მაშინ, როცა უკრაინაში ომი მესამე წელია გრძელდება, ჩრდილოეთ კორეა რუსეთს არა მხოლოდ იარაღს აწვდის, არამედ იქ ჯარებიც განათავსა“, - აღნიშნა სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.