ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სამხრეთ კორეა ჩიპების წარმოებისთვის $19 მილიარდს გამოყოფს

სამხრეთ კორეა ჩიპების წარმოებისთვის $19 მილიარდს გამოყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, სამხრეთ კორეამ ხუთშაბათს გამოაცხადა, რეკორდული, 26 ტრილიონი ვონის (19 მილიარდი დოლარი) ფინანსური მხარდაჭერის პაკეტი ჩიპების მწარმოებელი ბიზნესისთვის.
გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტმა იუნ სეოკ-იოლმა თქვა, რომ დაახლოებით 17 ტრილიონი ვონის (12,5 მილიარდი დოლარი) ღირებულების ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა იყო დაგეგმილი კორეის განვითარების სახელმწიფო ბანკის მეშვეობით ნახევარგამტარული კომპანიების ინვესტიციების მხარდასაჭერად.
„როგორც ყველამ ვიცით, ნახევარგამტარები ის სფეროა, სადაც ყოვლისმომცველი ეროვნული ომია. გამარჯვება თუ დამარცხება დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ შეძლებს პირველი შექმნას მოწინავე ნახევარგამტარები“, - განაცხადა სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.