ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბრიტანეთის მთავრობა $11 მლნ-ს გამოყოფს AI-ს თაღლითობისგან დასაცავად

დიდი ბრიტანეთის მთავრობა 8,5 მლნ ფუნტ სტერლინგის (დაახლოებით $11 მლნ-ს) გრანტებს ახორციელებს ხელოვნური ინტელექტის მკვლევრებისთვის, რათა მოიძიონ გადაწყვეტილებები, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება უფრო უსაფრთხო გახდეს და მისგან მაქსიმალური სარგებლობა მიიღონ.
ამის შესახებ ბრიტანეთის ტექნოლოგიების მინისტრმა მიშელ დონელანმა სეულის ხელოვნური ინტელექტის სამიტზე განაცხადა, რომელსაც ერთობლივად უმასპინძლეს სამხრეთ კორეამ და დიდმა ბრიტანეთმა.
პროგრამის მიზნებს შორის არის ყალბი სურათების და სხვა სახის დეზინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ საბრძოლველად გადაწყვეტილებების მოძიება.
გადაწყვეტილებების ძიებას მხარს დაუჭერს დიდი ბრიტანეთის მთავრობის ახალი ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოების ინსტიტუტი (AISI). სამიტზე ითქვა, რომ ყველაზე პერსპექტიული წინადადებები გადაიქცევა გრძელვადიან პროექტებად და შესაძლოა შემდგომი დაფინანსების მიღება.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.