ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სამხრეთ კორეა, ჩინეთი და იაპონია 26-27 მაისს სეულში სამიტს გამართავენ

სამხრეთ კორეა, ჩინეთი და იაპონია 26-27 მაისს სეულში სამიტს გამართავენ, - ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ კორეული მედია ავრცელებს.
საინფორმაციო სააგენტო Yonhap-ის ცნობით, 2019 წლის შემდეგ პირველად სამხრეთ კორეას, ჩინეთსა და იაპონიას შორის სამმხრივი სამიტი 26-27 მაისს გაიმართება.
კვირას, სამხრეთ კორეის პრეზიდენტი, იუნ სუკ იოლი ჩინეთის პრემიერ-მინისტრთან, ლი ჩიანგთან და იაპონიის პრემიერ-მინისტრთან, ფუმიო კიშიდასთან ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავს, ხოლო ორშაბათს სამმხრივი სამიტი შედგება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.