ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ჩინეთი დიდი ხანია მსხვილ უცხოურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე " გავლენის მოხდენას ცდილობს"- ამბობენ ნატოში

ნატოს ოფიციალური პირის განცხადებით "გეგმური გადაწყვეტილებები საქართველოს ხელისუფლების პრეროგატივაა, მაგრამ "კარგადაა ცნობილი, რომ ჩინეთი დიდი ხანია მსხვილ უცხოურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე თავისი გავლენის მოხდენას ცდილობს", - ამის შესახებ ნატოს წარმომადგენელმა რადიო თავისუფლებას განუცხადა ანაკლისის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორის - ჩინური კონსორციუმის დასახელების შესახებ, შესაბამისი კითხვის პასუხად. მანვე დასძინა, რომ "შავი ზღვა ნატოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონად რჩება".
დღეს, 29 მაისს საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორის გამოვლენის საერთაშორისო კონკურსში, საბოლოოდ წინადადება მხოლოდ ერთმა,ჰოლდინგმა, წარადგინა.
„წინადადება წარმოადგინა მხოლოდ ჩინურმა კონსორციუმმა. ეს არის კომპანია CCC , რომელსაც ჰყავს ორი მნიშვნელოვანი კონტრაქტორი: CRBC და Qingdao Port International Co. Ltd. უახლოეს ხანებში გვექნება კომისიის მიერ წინადადებების შეფასება და უახლოეს რამდენიმე დღეში გამოვავლენთ გამარჯვებულს“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
საქართველოს მთავრობამ 2020 წლის დასაწყისში გამოაცხადა, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საინვესტიციო ხელშეკრულებას წყვეტდა, რადგან კონსორციუმმა ვერ შეასრულა საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები. კონსორციუმი ამას უარყოფს და საქართველოს მთავრობას ბრალს სდებს სტრატეგიული პროექტის მიზანმიმართულად ჩაშლაში.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ პირველი კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ, სახელმწიფომ ანაკლიის პორტის მშენებლობის საკუთარი სახსრებით აშენების პირობა დადო. მთავრობის თანახმად, ინვესტორს პორტის მხოლოდ 49%-იანი წილი ექნება.
2023 წლის სექტემბერში, ეკონომიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა გამოაცხადა, რომ პორტის 49%-იანი წილის ფლობის სურვილი ოთხმა კომპანიამ გამოთქვა, მათგან ორი კონსორციუმი კი ფინალურ ეტაპზე გადავიდა:
· ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი,
· შვეიცარიულ-ლუქსემბურგული კონსორციუმი.
როგორც ეკონომიკის მინისტრმა დღეს, 29 მაისს, გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მათგან წინადადება მხოლოდ ჩინურმა კონსორციუმმა წარადგინა.
გასული წლის ოქტომბერში ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო'ბრაიენმა, ვაშინგტონში, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტის სხდომაზე, რომელზეც შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება განიხილებოდა, ანაკლიის პორტზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ "კრიტიკული ინფრასტრუქტურა არ უნდა ეკუთვნოდეს სახელმწიფოებს, რომლებიც მიითვისებენ ან მოისყიდიან ქვეყნებს, რომლებშიც ოპერირებენ და ეს მოიცავს საპორტო ინფრასტრუქტურასაც, როგორიცაა ანაკლიაში. როგორც ვიცი, ამ ტენდერში არის ორი ფინალისტი. პროექტის დასრულებას წლები დასჭირდება. არის ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი და ასევე დასავლური კონსორციუმი". ო'ბრაიენის თქმით, გააგრძელებენ ძალისხმევას, რომ "ანაკლიის" პორტი იმართებოდეს ისეთი კომპანიის მიერ, რომელიც მუშაობს კანონის ფარგლებში."
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.