ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სამი მაშველი დაიღუპა კიევზე რუსული რაკეტებით და დრონებით შეტევისას

სამი მაშველი დაიღუპა კიევზე რუსული რაკეტებით და დრონებით შეტევისას

კიევზე რუსული დრონებით და რაკეტებით დღევანდელი შეტევისას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის 3 მაშველი დაიღუპა. ამის შესახებ ტელეგრამზე წერს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ კლიმენკო.
მინისტრის განცხადებით, მტრის დარტყმების დროს მაშველები ხალხის დასახმარებლად მუშაობდნენ.
კლიმენკოს ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების სამსახურის კიდევ 9 თანამშრომელი დაჭრილია. ზოგიერთის მდგომარეობა მძიმეა.
უკრაინის შინაგან საქმეა მინისტრის ცნობითვე, 5 მაშველი დაშავდა ტერნოპოლის ოლქზე რუსეთის შეტევის შედეგად გაჩენილი ხანძრის ქრობისას.
კლიმენკოს თანახმად, საერთო ჯამში, უკრაინაზე გასულ ღამით განხორციელებული შეტევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 40-მდე დაშავდა.
მანამდე კიევის მერი ვიტალი კლიჩკო დედაქალაქში 4 ადამიანის დაღუპვის შესახებ იუწყებოდა.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.