ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი - რუსეთის მიერ კიევზე თავდასხმას სამი მაშველი ემსხვერპლა

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი - რუსეთის მიერ კიევზე თავდასხმას სამი მაშველი ემსხვერპლა

კიევში რუსეთის მიერ ღამის განხორციელებული დარტყმების შედეგების ლიკვიდაციის დროს საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის სამი მაშველი დაიღუპა და 9 დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრ იგორ კლიმენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
„კიევში, მტრის თავდასხმების შედეგების ლიკვიდაციის დროს, საგანგებო სიტუაციების სამსახურის სამი მაშველი დაიღუპა. ისინი დაბომბვის ქვეშ მუშაობდნენ ხალხის დასახმარებლად. დაშავდა საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის კიდევ 9 თანამშრომელი. არის მძიმე შემთხვევები, ექიმები მათი სიცოცხლისთვის იბრძვიან“, - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რუსებმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე წუხელ მორიგი კომბინირებული თავდასხმა განახორციელეს. დარტყმების შედეგად დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები, საცხოვრებელი შენობები, ავტომობილები და მეტროს ლიანდაგები, დაიღუპა 4 ადამიანი და 20 დაშავდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.