“სამინისტრო წუხილს გამოთქვამს იმ უხერხულობის გამო, რომელიც, შესაძლოა, ირაკლი კაკაბაძის ქცევამ შეუქმნა შეკრებილ საზოგადოებას”

“ისწავლე ჭკუა, იცი რას გეტყვი შენ? ბიძინას გადაეცი, მაგ მათხოვარს” – გუშინ, 25 დეკემბერს ირაკლი კაკაბაძე თეა წულუკიანს მწერალთა სახლში, პრემია “მუზას” დაჯილდოვებაზე დაუპირისპირდა.
მინისტრის სიტყვით გამოსვლის დროს დაწყებული დაპირისპირების შემდეგ კაკაბაძემ დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.
მალევე, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტრო მომხდარს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:
“ირაკლი კაკაბაძის რეაქცია მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ პრემია “მუზა” არ მიენიჭა. ვინაიდან სოციალური ქსელებით ვრცელდება ინციდენტის ამსახველი ვიდეო, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო განმარტავს, რომ ირაკლი კაკაბაძემ, მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ ჟიურიმ მას ლიტერატურული პრემია „მუზა“ არ მიანიჭა ნომინაციაში „წლის საუკეთესო პიესა/ინსცენირება“, სკანდალის მოწყობა სცადა და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია მინისტრი და სხვა პირები.

სამინისტრო წუხილს გამოთქვამს იმ უხერხულობის გამო, რომელიც, შესაძლოა, ირაკლი კაკაბაძის ქცევამ შეუქმნა შეკრებილ საზოგადოებას” – წერია სამინისტროს განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ