ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თავდაცვის სამინისტრო კაპრალ ივანე გოგიძის ტრაგიკულად დაღუპვის გამო გარდაცვლილის ოჯახს უსამძიმრებს

თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს სამხედრო მოსამსახურის, 1982 წელს დაბადებულ, კაპრალ ივანე გოგიძის ტრაგიკულად დაღუპვის გამო და გარდაცვლილის ოჯახს უსამძიმრებს.
როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სამხედრო მოსამსახურე 28 დეკემბერს, გორში, ნაქირავები საცხოვრებელი ბინის აბაზანაში გარდაცვლილი იპოვეს.
„პირველადი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, წყლის გამათბობლის გაუმართაობა და, შედეგად, ბუნებრივი აირით მოწამვლა გახდა. გარდაცვლილს უტარდება შესაბამისი ექსპერტიზა“, - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.