ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ხელოვანებს უნდა შეეშვა" | კაკაბაძე მწერალთა სახლში წულუკიანს დაუპირისპირდა

"არაფერს არ აკეთებთ, ეს არის ვაჭრუკანა ბურჟუა მთავრობა. [...] ვაჭარი მართავს მთავრობას" - ასე მიმართა გუშინ კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს მწერალმა ირაკლი კაკაბაძემ. ის მწერალთა სახლში, პრემია "მუზას" დაჯილდოებას ესწრებოდა. "კი ბატონო, გასაგებია" - პასუხობს მას წულუკიანი.
ვიდეოში, რომელიც მწერლის დამ, ნინია კაკაბაძემ გაავრცელა ჩანს, რომ ინციდენტი მინისტრის სიტყვის გამოსვლის დროს მოხდა.
"კარგად უნდა შეიგნოთ, კარგად უნდა დაიმახსოვრო შენ, რომ [დათო] დოიაშვილსაც უნდა შეეშვა საერთოდ, სხვა ხელოვანებსაც უნდა შეეშვა. კარგად დაიმახსოვრე და ისწავლე ჭკუა. იცი რას გეტყვი მე შენ?! ბიძინას [ივანიშვილს] გადაეცი მაგ მათხოვარს მაგას, რომ ახალგაზრდებზე იფიქროს, მაგ ბარიგას და მაგ ვაჭრუკანას", - ამბობს კაკაბაძე.
მომხდარს მოგვიანებით სამინისტრო გამოეხმაურა და დაწერა, რომ "ირაკლი კაკაბაძემ, მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ ჟიურიმ მას ლიტერატურული პრემია „მუზა“ არ მიანიჭა ნომინაციაში „წლის საუკეთესო პიესა/ინსცენირება“, სკანდალის მოწყობა სცადა და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია მინისტრი და სხვა პირები".
"სამინისტრო წუხილს გამოთქვამს იმ უხერხულობის გამო, რომელიც, შესაძლოა, ირაკლი კაკაბაძის ქცევამ შეუქმნა შეკრებილ საზოგადოებას", - წერს უწყება.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.