სამების ტაძარში მზადება მიმდინარეობს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრებისთვის, სადაც ხვალ ახალ პატრიარქს აირჩევენ

სამების საკათედრო ტაძრის ეზოში, მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრებისთვის სამზადისი დაიწყო.

მანამდე საკვირაო წირვა-ლოცვა ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) აღავლინა. სამების ტაძარში იმყოფებოდნენ მღვდელმთავრები.

კერძოდ, სამების საკათედრო ტაძარში უკვე მიიტანეს ჯებირები, ამასთან, როგორც ცნობილია სამების საკათედრო ტაძრის ეზოში დამონტაჟდება ხმის გამაძლიერებლებიც.

შეგახსენებთ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს, 13:00 საათზე თბილისში, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გაიმართება.

წმინდა სინოდმა სამი საპატრიარქო კანდიდატი გამოარჩია. სინოდის გადაწყვეტილებით, პატრიარქობის კანდიდატები იქნებიან: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი.