ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით თბილისში მასშტაბური მსვლელობა მიმდინარეობს

ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად, თბილისში ქაშვეთის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძრიდან ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძრის მიმართულებით საზეიმო ლოცვითი მსვლელობა მიმდინარეობს. ღონისძიებაში მონაწილეობენ მრევლის წარმომადგენლები, სამრევლოები, სასულიერო პირები და საკვირაო სკოლების აღსაზრდელები.

მსვლელობაში ჩართული არიან როგორც მცხეთა-თბილისის ეპარქიის წარმომადგენლები, ისე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სხვადასხვა ეპარქიებიდან ჩამოსული სასულიერო და საერო პირები. პროცესია დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე გადაადგილდება და მას მრავალი მოქალაქე უერთდება.

სამების საკათედრო ტაძარში მისულ მორწმუნეებს დალოცავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. ღონისძიებას ასევე ესწრებიან ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის „ქართული ოცნების“ წევრები.

დღესვე თბილისის ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი შიო III პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს.

სადღესასწაულო მსახურებას ესწრებიან სხვადასხვა ადგილობრივი ეკლესიების დელეგაციები, რომლებიც საქართველოს პატრიარქის აღსაყდრებასთან დაკავშირებით სპეციალურად ჩამოვიდნენ, ასევე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელო და სამონაზვნო დასი და მოწვეული სტუმრები.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ