სამების ტაძარში სინოდის გაფართოებული კრება მიმდინარეობს

სამების საკათედრო ტაძარში მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება მიმდინარეობას – დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ირჩევენ.

კრება პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ [მუჯირი] გახსნა – სწორედ სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის მიტროპოლიტი, უწევს თავმჯდომარეობს მე-14 გაფართოებულ საეკლესიო კრებას.

გაფართოებული კრების გახსნამდე, მიტროპოლიტმა საბა გიგიბერიამ პირველი სიტყვით მიმართა კრების მონაწილეებს, დელეგატებს, რომელთა რიცხოვნობა 1200-მდეა. [მცხეთა-თბილისისა და სხვა ეპარქიებიდან]. გაფართოებული კრების გახსნამდე, აღევლინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი.

სინოდის წევრები, ჯამში 39 მღვდელმთავარი მიიღებს უშუალო მონაწილეობას ხმის მიცემის პროცესში.

სამების საკათედრო ტაძარში იმყოფება საპატრიარქო ტახტის სამივე კანდიდატი:

  • საპატრიარქო ტახტის კანდიდატები დღეს სიტყვის უფლებით ისარგებლებენ. ასევე სიტყვით საირგებლებენ დელეგატები. საპატრიარქო კანდიდატებს სიტყვისთვის ექნებათ 5-წუთიანი რეგლამენტი, ხოლო დელეგატებს 3-წუთიანი.

კენჭისყრა სამ კანდიდატს შორის გაიმართება, რომელიც სინოდმა გამოირჩია:

  • სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო, რომელიც სამ კანდიდატს შორის მოხვდა 20 ხმით;
  • მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობ აქიაშვილი, რომელიც კანდიდატებს შორისაა 7 ხმით;
  • ფაზისელი მიტროპოლიტი გრიგოლ ბერბიჭაშვილი, რომელიც სამ კანდიდატს შორის ასევე 7 ხმით მოხვდა. 

როგორ ტარდება საარჩევნო პროცესი?

ხმის მიცემა ფარულია – წინასწარ არსებლი ცნობებით, სინოდის წევრები ბიულეტენზე შემოხაზავენ სასურველ კანდიდატს, ათავსებენ კონვერტში და აგდებენ საარჩევნო ყუთში.  პირველივე კენჭისყრაზე გამარჯვებისთვის საჭიროა სამი კანდიდატიდან რომელიმემ მოაგროვოს ხმათა (39) ნახევარზე მეტი – 20 ხმა.

თუ პირველი კენჭისყრის შემდეგ აღმოჩნდება, რომ 20 ხმა ვერცერთმა კანდიდატმა მიიღო, იმართება ახალი კენჭისყრა იმ ორ კანდიდატს შორის, რომელმაც პირველ კენჭისყრაზე ყველაზე მეტი ხმა მიიღო. მესამე კანდიდატი კენჭისყრას ეთიშება. აქაც, გამარჯვებისთვის კანდიდატმა მინიმუმ 20 ხმა უნდა მიიღოს.

რაც შეეხება ხმის დამთვლელი კომისიას მას მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი, ქიროტონიით უპირატესი ეპისკოპოსი,  ანანია ჯაფარიძე ხელმძღვანელობს. შედეგებს დღესვე ის გამოაცხადებს, ეპისკოპოსი,  ანანია ხმების დამთვლელი კომისიის თავმჯდომარეა.

არის მოლოდინი, რომ დღესვე ინტრონიზაციის თარიღი გამოცხადდება, რის შესახებაც გადაწყვეტილებას კრების მიერ არჩეული ახალი პატრიარქი მიიღებს.

რა ხდება სამების საკათედრო ტაძრის ეზოში?

როგორც “პირველების” კორესპოდენტები სამების საკათედრო ტაძარის მიმდებარე ტერიტორიიდან იუწყებიან, ტაძარში შესვლა მკაცრად კონტროლდება, შესზღუდულია მობილური ტელეფონებით სარგებლობა. აღსანიშნავია, რომ ტაძრის ეზოში ნებისმიერ მსურველს შეუძლია შესვლა.

შეგახსენებთ, რომ საპატრიარქო ტახტი 2026 წლის 17 მარტს დაქვრივდა, როცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სწორედ, ამის შემდეგაც დღის წესრიგში დადგა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი საჭეთმპყრობელის არჩევის საკითხი.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრია ჯაღმაიძე – გაფართოებულ კრებას სინოდი სრული შემადგენლობით ესწრება – პატრიარქობის კანდიდატებმა სიტყვა უკვე წარმოთქვეს და შეკრებილ საზოგადოებას თავისი ხედვა გააცნეს – ახლა სიტყვას დელეგატები იტყვიან, რის შემდეგაც კენჭისყრა დაიწყება