არქივი4 დეკემბერი, 2024, 19:35
სამართალდამცავებმა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის ხუთი წევრი დააკავეს

სამართალდამცავებმა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის ხუთი წევრი დააკავეს. ხუთი პირი ახალგაზრდული ფრთის ოფისიდან პოლიციამ გაიყვანა. პარალელურად ჩხრეკა ოფისში ამ დრომდე გრძელდება.
პოლიციამ ოფისიდან დალუქულ მდგომარეობაში გარკვეული ნივთები, სავარაუდოდ, დროშები, ჩაფხუტები და ა.შ. წაიღო.
ცნობისთვის, რამდენიმე ოპოზიციური პარტიისა და სამოქალაქო აქტივისტების ოფისებში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.