„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისში პოლიციაა შესული

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისში პოლიციაა შესული. ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ პარტიის პრესსამსახურმა დაუდასტურა.
შენობაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები და შენობაში პარტიის წარმომადგენელს, სოფო ჯაფარიძეს, არ უშვებენ.
„სასამართლო განჩინების საფუძველზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. შიგნით თქვენი ოფისის წარმომადგენლები არიან. ნუ შექმნით კონფლიქტურ სიტუაციას“, – განუცხადა ერთ-ერთმა სამართალდამცავმა სოფო ჯაფარიძეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ტუღუში – საქართველო პრორუსულად განწყობილი არასდროს ყოფილა, ასეთი რამ არ მახსოვს, ეს ნონსენსია, მნიშვნელოვანია დავინახოთ, რა არის ის ჯოჯოხეთი, სადაც „ოცნება“ მიგვაქანებს – დემოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლაში ისე ვერ იგებენ, როგორც უნდოდათ